"სართაშორისო გამჭვირვალობისა" და "სამართლიანი არჩევნების" საჩივრები სხვადასხვა ოლქებში კომისიამ არ განიხილა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ ყველა საჩივარი განხილული იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და "სამართლიანი არჩევნების" საჩივრების რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დარჩა, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ოგრნიზაციები აპირებენ მიართონ სასამრთლოს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მრიდან და საოლქო საარჩევნო კომიებში ამ ვითრების განმუხტვა მხოლიდ ცესკოს შეუძლია იმით, რომ იმით, რომ დათანხმდეს ოპოზიცის წარმომადგენლებსა და  მეასმე სექტორის დამკვირვებლებს გახსნას სადაო უბნები და გადათვალონ ხმები. 

"სამართლიანი არჩენვებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით ხელს უშლიან აკრედიტირებულ წარმოადგენლებს, დამკვირვებლებს დაესწრონ საჩივრების განხილვას. 

ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც შერუძლია რეაგირება არის საარჩევნო ადმინისტრაცია და რასაც რეალურად ვერ ვხედავთ, ჯერჯერობით. დღეს არის ბოლო დღე საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის და მე მოვუწოდებ მათ, რომ დააკმაყოფილონ ყველა ეს საჩივარი," - თქვა ელენე ნიჟარაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმოადგენელი ამბობს, რომ მათ მიერ დაწერილი საჩივრებიდან უმრავლესობა არ დააკმაოფილეს, ხოლო 1/3 განუხილველი დატოვეს. 

სამოქალაქო სექტორი საოლქო კომისიებს მოუწოდეს არ შექმნან ბარიერი საჩივრების განხილვის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ. 

 გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი