"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის მტკიცებით, ცესკოში გუშინ, აქციისა და დაპირისპირების ფონზე 11 უბნის მონაცემების გადათვლამ აჩვენა, რომ არჩევნები არსად გაყალბებულა და ოქმებში დაშვებული უზუსტობები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო.
"როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა მოხდა. პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით, მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება და ყველა ამ უბნის შემთხვევაში ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის", - თქვა კახი კალაძემ.
კალაძემ საუბნო კომისებთან ოპოზიციის აქციას "დესტრუქცია" უწოდა და თქვა, რომ ოპოზიციონერები არეულობის შემქნას ცდილობდნენ.