გია ვოლსკი ჰგონია, რომ ოპოზიციის მიზანი ავადმყოფობის გავრცელებაა. ასე ეხმაურება "ოცნების" ერთ ერთი მთავარი სპიკერი გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.
„განცდა მრჩება და გაცილებით უფრო მეტი არგუმენტი მაქვს ვისაუბრო იმაზე, რომ პანდემიის გავრცელება გაცილებით უფრო სერიოზული მიზანია, მათ შორის იმ ადამიანის, რომელიც უკრაინიდან მოძღვრავს ხალხს, რომ მას თურმე გადაუტანია კორონავირუსი და კარგად არის. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები დღის წესრიგში დგას დაუმორჩილებლობის სურათის, ეკონომიკური სირთულეების შექმნის, ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და გაყალბებულ არჩევნებს 1 ნოემბრის შემდეგ აქტიურად აპროტესტებს. კვირას 3 საათზე კი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ აქციას გეგმავს.