შესწორებები და შესწორებების შესწორებები - უბნებზე გაყალბებულ ოქმებს საოლქო კომისიები აფორმებენ

გამოქვეყნდა:

შესწორებები და შესწორებების შესწორებები, რომელიც რეალურ შედეგს არ იძლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი პრეცედენტია და დასტური, რომ გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმური ელფერის მისაცემად ახლა საოლქო საარჩევნო კომისიებში ბოლო სამუშაოები ტარდება. 

კომისიებში რეაგირების გარეშე რჩება პროტესტი, რომელსაც საჩივრების ფორმალური განხილვა იწვევს და  ფაქტი, რომ რაც 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე გაყალბდა ახლა საოლქო საარჩევნო კომისიებში ფორმდება. ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ფორმალურადაც კი არ განიხილება არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების დიდი ნაწილი.

ასობით ბიულეტინი რომელშიც დისბალანსია, ამომრჩევლისა და მიღებულ ან გაბათილებულ ხმებს შორის რეაგირების გარეშე დარჩა. 

როგორც დამკვირვებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ათასობით გაყალბებული ოქმია, სარჩელი ყველაზე დაწერილია, თუმცა ყველა რეაგირების გარეშე დარჩა. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ახლა უბნების გადათვლას აზრიც აღარ აქვს, რადგან ხმები პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მოიპარეს. 

მაგალითისთვის, ოქმში წერია, რომ უბანზე 580 ამომრჩეველი მოვიდა, მაგრამ ყუთიდან 530 ბიულეტინი ამოვიდა. სინამდვილეში ხმების დათვლისას როცა დახარისხდა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ხმები, ოპოზიციის 20 ბიულეტინი კომისიის წევრებმავე გააქრეს.  

ქვეყნის მასშტაბით ათასობით ბიულეტინია გაბათილებული, ყველა ოპოზიციის ხმაა. 

ამ ყველაფერს ემატება ურნებში ჩაყრილი ბიულეტინები, თუმცა ამაზე არავინ რეაგირებს.  

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცესკო არ უშვებს დამკვირვებლებსა და უფლებამოსილ პირებს სხდომებზე, სადაც საჩივრებს განიხილავენ და ვითარების დაძაბვის პროვოცირებას თავად ცდილობს. 

თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, ან გრძნობენ.

კრიტიკული კითხვებისგან თავის ასარიდებლად ბრიფინგი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი