ქუჩაში ხმების დასაცავად - ოპოზიციას ივანიშვილმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ხმების დასაცავად ხელისუფლების ყველა ოპონენტი ახლა ქუჩაშია გასული. ხალხის არჩევანს იცავენ ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად იკრიბებიან ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებთან და ემზადებიან 8 ნოემბრის აქციისთვის.  

გამოსავალი ოპოზიციისთვის განმეორებითი არჩევნებია. ოპოზიციონერების თქმით პოლიტიკური კრიზისი უკვე ჩიხში შევიდა, ოცნება არჩევნების მიტაცებას კონტროლირებადი ცესკოს და სასამართლოს დახმარებით განაგრძობს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების მთავრობა სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოებიდან გავიდა და ყველაზე სახიფათო თამაში წამოიწყო  - უკანონო დაკვეთებს ასრულებინებს რიგით პოლიციელებს.

იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდა, ოცნება ჩიხშია, რადგან არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის და ეს ხელმოწერით დაადასტურეს, ქართული ოცნება ისევ ამტკიცებს რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ყველაფერს ისევ ოპოზიციას აბრალებენ და ოპონენტების მიმართ ისევ იგივე სიტყვას  - დესტრუქციას იმეორებენ. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მის გუნდთან ერთად ახლა აგონიაშია. გამოსავალი მათთვის ბრძოლის გაგრძელება და ხმების დაცვა ყველა კანონიერი მეთოდით. ამიტომ ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს ამომრჩეველს ქვეყნის მთავარ გამზირზე ელოდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი