ბრძოლა სამართლიანი არჩევნებისთვის. ოპოზიცია რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციური ძალა ერთხმად უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე .
პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლისა და ტრიბუნიდან ბრძოლის აზრს ვერ ხედავენ და უფრო ეფექტურ გზად ერთიანობას მოიაზრებენ. მიზანი ვადამდელი არჩევნებია.
აბსოლიტურად ყველა ოპოზიციური პარტია, განურჩევლად იმისა , გადალახეს თუ არა 1%-იანი ბარიერი, არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს.
ახლა ამომრჩევლის გვერდით დგომა ოპოზიციის მოვალეობაა და სწორედ ამიტომაც კვირას 3 საათზე, მოტყუებული ამომრჩეველი და გაერთიანებული ოპოზიცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბება.
დედაქალაქში მოსახლეობა არჩევნების ცალსახა გაყალბებაზე საუბრობს.
ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არჩევნები საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ასე დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება. საქართველოს დღევანდელ რეალობას კი საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე ტოტალიტარიზმს ადარებს და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს გაერთიანებაში ხედავს.