გადაინაცვლე ოპოზიციაში ისე როგორც ეს 2012 წელს მიხელ სააკაშვილმა გააკეთა - გიორგი ბარამიძე 

გამოქვეყნდა:

გუშინ, 5 ნოემბერს, საღამოს ცესკოსთან აქცია ისევ გაიმართა. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი და არჩევნების დროს მომხდარ კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრეს. აქტივისტებმა ხმაურიანი პროტესტით სცადეს ხმა მიეწვდინათ მთავარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მანამდე არ დასრულდება ვიდრე ქვეყანაში გამჭირვალე არჩევნები არ ჩაატარდება.

ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ისე მშვიდობიანად უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, როგორც ეს 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 

"ქართველმა ხალხმა ივანიშვილს უთხრა - კმარა, თუ გაქვს შნო გადაინაცვლე ოპოზიციაში ისე, როგორც ეს ღირსეულად და მშვიდობიანად გააკეთა, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილმა თუ გაქვს ამისი ღირსება და გონება თუ არა და განახებს ძალას, რომ ეს გაგაკეთებინოს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ძალა, და არა ივანიშვილი," - თქვა გიორგი ბარამიძემ. 

 "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი კადნელაკის თქმით, "კრიმინალის" მიერ გაყალბებულ არჩევნებს საზოგადოება არ მიიღებს. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ რამდენი ახალგაზრდაც არ უნდა დააკავონ მათ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის და თამარ ჟვანიას ხელით მომავალს ვერ წაართმევს. 

"ლელო საქართველას" წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ყველა, ვინც ამ გაყალბებაშია ჩართული დატოვონ მარტო ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ოქმებთან.  

აქვე გეტყვით, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი