"კობახიძის ნებისმიერი გამოსვლა ტაკიმასხარაობად იქცა" - ოპოცია კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კოხიძემ, ოპოზიციას, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობას" დესტრუქციულ ქმედებებსა და რევოლუციური სცენარის მომზადებაში დასდო ბრალი.გუშინ, 5 ნოემბერს, კობახიძემ სუს-ში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, მან ე.წ. რევოლუციური სცენარის მომზადებაში განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, გენერალი დევი ჭანკოტაძე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კობახიძის მუქარის არ ეშინიათ და კვირას მასშტაბურ აქციაზე ისევ გააპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას.

გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ არჩევნების დროს მათი მხრიდან ძალადობის ერთ ფაქტსაც ვერ  დაასახელებს, ვერც სუსი და ვერც კობახიძე. 

"ვერ გავიგე, რას გვაბრალებს. მითუმეტეს, როგროც მე ვიცი, რაღაც საქმე არის აღძრული სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. არჩევნებმა ჩაიარეს, იგივე კობახიძე, იგივე სუსი ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებს, რომ სადმე იყო ჩვენი მხრიდან ძალადობა. რაც არ უდნა თქვას კობახიძემ. ხალხს აღარ სჯერა, არც მაგის, არც მაგიის მთავრობის," - თქვა დევი ჭანკოტაძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, სამწუხაროა, რომ კობახიძე ვერ ერკვევა იურისპრუდენციაში. 

"კობახიძე არის ბოროტი კლოუნი, სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს არც იურისპრუდენციაში ვერ ერკვევვა საერთოდ. ჩვენ ვართ ყველანი კანდიდატები. იმისთვის, რომ დღეს მოხდეს დაბარება მაშინ ან მე ჩემით უნდა მივიდე, ან დევი, ან სხვა ნებისმიეერი ვინმე, ან მაშინ, უნდა იყოს ცენტრალური საარჩვევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვა. ვის აშინებენ? - გენერალ ჭანკოტაძეს, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებს თვალებს თვალებში უყურებდა 2008 წელს?," - ამბობს დიმიტრი შაშკინი 

ბრალდებებს უკვე უპასუხეს ოპოზიციის სხვა წარმოამდგენლებმაც. 

"ენმ - ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კობახიძის განნცხადებები უკვე ტაკიმასხარაობად იქცა. 

"ჰგონიათ, რომ ამ საშინელებას და ფალსიფიკაციას და არალეგიტიმურ არჩევნებს გადაფარავს საერთოდ რამე, ან გადაფარავს ისევ ნაციონალურ მძრაობაზე და მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. რა თქვმა უნდა არ გადაფარავს, ამიტომ, კობახიძის ნებისმიერ გამოსვლა უკვე ჩვეულებრივი ტაკიმასხარაობად იქცა," - თქვა ხატია დეკანოიძემ 

"ევროპული საქართველოდან" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "ოცნება" თამაშობს იმ ადამიანების ემოციებით, ვისაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ან წინა ხელისუფლების მიერ აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი