"ვაპროტესტებთ ივანიშვილის სპეცოპერაციას" - ავლაბრის მეტროდან მსვლელობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები გაყალებებულ არჩევნებს ავლაბრის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მსვლელობით აპროტეტებენ. პროტესტი დღის პირველ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე აქციით გაგრძელდება. 

"დღეს კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას სახელწოდებით - არჩევნები. მას უნდა და ეგონა, რომ საქართველოს გადააქევდა ჭორვილად, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ აპატიებს. კვირას რუსთაველზე იმდენი ადამინის თავშეყრას ნახავს ივანიშვილი, რომ იძულებული გახდება დაუთმოს ქართველ ხალხს და განმეორებითი არჩევნები ჩაატაროს" - ამბობს ბესო გაზდელიანი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აქტივისტები სააკაძის მოედნიდანაც იწყებენ საპროტესტო მსვლელობას, რომელიც ასევე რესპუბლიკის მოედანზე დასრულდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი