ავლაბრის მეტროდან დაწყებული მსვლელობის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
"ეს არჩევნები არ არის შემდგარი. არცერთი ადამიანი ამას არ აღიარებს, რომელიც მართლა თავისი ნებით ამ კორონავირუსის დროს მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი ხმა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მთავრომა მიხვდეს, შეიგნოს და დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არ ირჩევს ამ მთავრობას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები გაყალებებულ არჩევნებს ქალაქის ორი წერტილიდან, ავლაბრიდან და სააკაძის მოედნიდან, მსვლელობით აპროტესტებენ. პროტესტი დღის პირველ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე აქციით გაგრძელდება, რის შემდეგაც ავტოკოლონა ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გადაინაცვლებს.