კახეთში ოპოზიციის ლიდერებმა ფლაერები დაარიგეს და ამ გზით მოუწოდეს მოსახლეობას 8 ნოემბერს დაგეგმილ საპროტეტო აქციაზე დასწრება.
"ივანიშილმა და მისმა ბანდამ ტოტალურად გააყალბდა საქართველოში არჩენვები, როგორც თელავში ისე მთლიანად საქრთველში და ჩვენ ყველა ოპოზიციური ძალ ერთად ვდგავართ, რომ დავიცვათ ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელსაც წაართვეს მისი კონსტიტუცური უფლება და იმ ადამიანის უფლებებიც, ვინც ძალით მიიყვანეს საარჩევნო უბნებზე, მოისყიდეს, დააშინეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ რაღაც შედეგი მიეღოთ" - ამბობს გიორგი ბოტკოველი, თელავი-ახმეტა-ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარობის კანდიდატი "ენმ"-დან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს დედაქალაქის ორი წერტილიდან, ავლაბრიდან და სააკაძის მოედნიდან, მსვლელობით აპროტესტებენ. პროტესტი დღის პირველ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე აქციით გაგრძელდება, რის შემდეგაც ავტოკოლონა ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გადაინაცვლებს.