ივანიშვილის მიზანია, ძალაუფლება გადააბაროს უტას, ბერას, პინგვინს და ზებრას - გიორგი კაპანაძე

გამოქვეყნდა:

თბილისში სამოქალაქო ოპოზიციისა და აქტივისტების ავტოკოლონების მსვლელობა გრძელდება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს პროტესტი არჩევნების ტოტალურმა გაყალბებამ გამოიწვია. კაპანაძის თქმითვე, ივანიშვილმა ათი ათასობით ამომრჩევლის ხმა მიიტაცა, განსხვავებით 2012 წლისგან, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  დამარცხება აღიარა და ახალ მთავრობას ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა.

"ეს არის ის პროტესტი, რომელიც არჩევნების ტოტალურმა გაყალბებამ გამოიწვია. როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესმის ქართველი ხალხის, ამიტომ ქართველი ხალხი უნდა მივიდეს, რაც შეიძლება ახლოს მასთან. თუ კიდევ არ გაიგებს, მივალთ იმ სოროსთან, სადაც ივანიშვილი არის შემძვრალი და არ უსმენს ქართველ ხალხს -  "ბიძინა ივანიშვილის მიზანია, ძალაუფლება გადააბაროს უტას, ბერას, პინგვინს და ზებრას",- ამბობს გიორგი კაპანაძე. 

აქტივისტი ბესიკ თამლიანი ამბობს, რომ დღევანდელი აქცია ქართველი ხალხის პოლიტიკურ სიმწიფეზე მეტყველებს და აბსოლუტური უმრავლესობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ცვლილებებს უჭერს მხარს. თამლიანის თქმითვე, "ოცნების" ხელისუფლებამ დღეს პოლიცია უფუნცქიოდ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ ავტოკოლონების მსვლელობები დღეს დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან დაიწყო და საბოლოოდ სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი