ჟვანიამ ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემაში აიტი-აუდიტი დაუშვას - ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ბალანსის დარღვევის შემთხვევაში ცესკომ უნდა გამოიკვლიოს დისბალანსის მიზეზი და ეს იურიდიულად უნდა დასაბუთდეს.

"ბალანსის დარღვევის შემთხვევაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს ამ დისბალანსის მიზეზი და სანამ ამას არ გამოიკვლევს და იურიდიულად არ დასაბუთდება ყველა ის ხარვეზი, თუ რატომ იქნა და საიდან იქნა მოსული, მისი შეჯამების მიღება დაუშვებელი პრაქტიკაა, ამიტომ ჩვენ მოვითხოთ - პირველი რიგში, ვინ და რატომ მოახდინა სისტემის ჯამის კონტროლის ფუნქციის იგნონირება და დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების შედეგების შეჯამება,"- თქვა ზურაბ ხარატიშვილმა 

ამასთანავე, ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს საარჩევნო კომისიას მიმართავს, რომ აიტი-აუდიტის დაუშვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემაში.

" ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და კერძოდ, მისმა თავმჯდომარემ, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან დაკოპლექტებული ნდობის ჯგუფს, საშუალება მისცეს ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  სისტემაში, იქ სადაც ხდება ოქმების ატვითვა და შჯამება, დაუშვას აიტი-აუდიტი," - ზურაბ ხარატიშვილი 

აქვე გეტყვით, რომ დღეს 6 ნოემბერს  საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი