ივანიშვილის პარლამენტში შესვლა პოლიტიკური ხარაკირია - ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ხმები ხელმეორედ გადათვლის შემდეგ არჩევნების შედეგი არსებითად არ შეიცვლება და მათი პოლიტიკური ძალა პარლამენტში მარტო არ შევა. ოპოზიციის აზრითმ ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს "ცესკოს" მიკერძოებულობაზე.

"ბიძინა ივანიშივილი გადავიდა ვაჭრობის რეჟიმში. მაინტერესებს რა იციან ის 1-2% აიწევს თუ დაიწევს? ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ღიად ამბობს, რომ ის თავად აკონტროლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რა პროცენტსაც მინდა იმ პროცენტს დავაწერინებ და მეორე არავის არ სჭირდება საწყალობლად გადმოგდებული მანდატები ივანიშვილისგან. ეს არის პირდაპირ ვაჭრუკანული მეთოდები, მოდი ახლა ორ მანდატს გაჩუქებ და პარლამენტში შემოდი. ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძვით ჩვენ ვიბრძვით მოპარული ხმების დასაბრუნებლად", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს ერთერთი ლიდერი. 

ზაალ უდუმაშვილის აზრით არცერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში შესვლას არ დათანხმდება, "რადგან ივანიშვილის პარლამენტში შესვლა პოლიტიკური ხარაკირია". 

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მმართველი პარტიის აზრით კი "საღი აზრი გაიმარჯვებს" და "ოცნება" პარლამენტში მარტო არ დარჩება. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი