საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში არჩვენების შედეგები არსებითად არ შეიცვლება. მათიკაშვილის თქმითვე, მათი პოლიტიკური ძალა პარლამენტში მარტო მაინც არ დარჩება.
"გონივრული რაოდენობა საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ 1-2%-ზე, რომელიც არსებითად ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას. მე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ ვიცი, მთლიანად იქნება ეს თუ ნაწილობრივ იქნება, საქართველოს პარლამენტში მაინც შემოვლენ უმრავლესობის გარდა სხვა წევრები, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდება ჩვენი პოლიტიკური ძალა მარტო არ დარჩება" - ამბობს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.