ზურაბიშვილის ექსკურსიებისთვის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი დაიხარჯა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და კოვიდპანდემიის ფონზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მოგზაურობებზე ბოლო 9 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს

"პრეზიდენტის შენახვა, რომელიც უფლებამოსილებას ფაქტობრივად არ იყენებს და რა უფლებამოსილებასაც იყენებს ცუდად იყენებს, ასეთი პრეზიდენტის შენახვა ჯდება კოლოსალური თანხები. კორონავირუსის პერიოდში პრეზიდენტი აქტიურად დადიოდა შიდა მივლინებებზე და ექსკურსიებზე დახარჯული თანხები, რადგან სხვა აქტივობები უბრალოდ არ ყოფილა", - ამბობს "ფლანგვის დეტექტორი წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21 364 ლარი დახარჯა. ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15 232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი დაიხარჯა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი