იურისტი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება კენჭისყრის დღემდე გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც სუსი, ძველი ბიჭობა, პოლიცია ხალხის დაშინებაშია ჩართული. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".
"მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩაბმული იმაში, რომ არჩევნები გაყალბდეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. საბოლოოდ, ყველაფერი მიდის არჩევნების შეჯამებამდე, სადაც ყველაზე დიდი დარღვევა მოხდა ოქმები შედგენის დროს. ჩვენ ძალიან დიდხანს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ "ოცნება" განსაკუთრებით ბოლო წლებში მუდმივად აყალბებდა არჩევნებს არა უშუალოდ კენჭისყრის დღეს არამედ გაცილებით უფრო ადრე. არჩევნების გაყალბება იწყება მაშინ, როდესა სუსი, ძველი ბიჭობა, პოლიცია ჩართულია ხალხის დაშინებაში",- სანდრო ბარამიძე, იურისტი
ამავე გადაცემაში, ცესკოს ყოფილმა თანამშრომლემა, ივანე ბურდულმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე ისაუბრა: "კარუსელი" ბინაზე უცხო პირების მიწერა, გადასატანი ყუთები და სპეცუბნები.