ამოვიღეთ, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი 2 აირის ვაზნით - შსს სოლოლაკში სროლაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცხადებით, 6 ნოემბერს, სოლოლკაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან სროლაში ბრალდებულის დაკავებისას, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და აირის 2 ვაზნა ამოიღეს. ამ თემაზე უწყებამ განცხადება გაავრცლეა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება", - წერია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 3 საათის წინ სოლოლაკში, მაშინ როცა ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფაქტზე 37 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი