ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უარყოფს, რომ სამსახური 7-მა თანამშრომელმა დატოვა. ამ თემაზე მან განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით", - წერს ცესკო.

შეგახსენებთ, რომ ივანე ბურდულმა, რომელიც საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო და 5 ოლქში კოორდინატორად მუშაობდა თანამდებობა თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა. 

ცნობისთვის, ივანე ბურდული, ამომრჩეველთა ბინაზე არარსებული, უცხო პირების მიწერას იუსტიციის სამინისტროს უკავშირებს.

ამასთან, ამბობს, რომ ოქმებში არსებული უზუსტობების რაოდენობა და დისბალანსის ხელით ჩასწორების მცდელობა არჩევნების გაყალბების საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი