ზურაბიშვილის ადმინისტრაცია თავის ხარჯებს სააკაშვილისა და მარგველაშვილის ხარჯებს ადარებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მის ხარჯებს წინა ორ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და მიხეილ სააკაშვილის ხარჯებს ადარებს.

ადმინისტრაცია წერს, რომ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ გავრცელებული ინფორმცია დისკრედიტაციის მცდელობაა.

"საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები: მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი)- 2.558.799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) - 1,599,249 $; გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) 1991954₾ (კურსი 2.1) - 948,549 $: სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) 1.335569 ₾ (კურსი 2.6) 513,680$

აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა", - წერს ადმინისტრაცია.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წელს განულდა და და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

"რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის!", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსისი პანდემისი დროს 9 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21 364 ლარი დახარჯა. ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15 232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი დაიხარჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი