საარჩევნო დავების განხილვა სასამართლოში გრძელდება. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სასამართლოს გზით შეეცდება დაამტიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელისუფებამ ამომრჩევლის ხმები მიიტაცა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, გაყალბების მეორე ტალღა ახლა საოლქო კომისიაში მიმდინარეობს, თუმცა ამომრჩევლის ხმების დასაცავად ისინი ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებენ.
"პრაქტიკულად, გაყალბების მეორე ტალღა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს და ეხლა ერთადერთი, პატარა იმედი არის მხოლოდ სასამართლო, რომელზეც გვაქვს იმედი, რომ ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებთან მაინც დაიცავენ ობიექტურობას და კანონიერებას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი.
ოპოზიცია საოლქო სხდომის წევრების მიმართ სამართალდამცავების ზეწოლაზეც საუბრობს.
"საოლქო სასამართლოების სხდომის განხილვა მიდიოდა პოლიციის კორდონებს მიღმა, სუს-ის მეთვალყურეობით, უარს ამბობდნენ კონკრეტულობით უბნების გადათვლაზე, ათეულობით საჩივარზე უარი თქვეს" - ამბობს "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ოპოზიციის 344 საჩივარი განუხილველად დატოვეს.