
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნია კრიზისისა და მძიმე სოციალური ფონის გამოსწორების ბერკეტი. კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც - 1 დოლარის ღირებულება 3.36 ლარია
"რაც დღეს სჭირს ლარის კურსს, ეს ავტომატურად განაპირობებს სიღატაკის ზრდას. თავის მხრივ, პანდემიის დროს მივიღეთ ჩამოშლილი ეკონომიკა, დაკარგული სამუშაო ადგილები - საქართველოს მოსახლეობას მძიმე ზამთარი ელის. ყველაფერთან ერთად, ბიზნესმა დაკარგა ნდობა ხელისუფლებისადმი", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი.
ეკონომისტები პრობლემების გადაჭრის მეთოდოლოგიურ დეფიციტზეც საუბრობენ.
"როგორც კოვიდვაქცინა არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ვაქცინა, პროგრამა, მეთოდი. წიგნებში დაწერილი თეორიის გადმოტანასაც ვერ ვახერხებთ", - ამბობს ეკონომისტი, რატი აბულაძე.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად უფასურდება.
ავტორი: საბა ბუაძე