ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის, თქმით, იმ 7 ქალაქში სადაც 9 ნოემბრიდან ქვეითთა და ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა მუშაოაბს ბაღებიც შეაჩერებენ. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
"ასევე, ამავე ქალაქებში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში), ორშაბათიდან იქნება შეჩერებული როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ბაღების ფუნქციონირება. იმავე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ შემოტანილი იქნას გარკვეული ღონისძიებები, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდოს", - მაია ცქტიშვილი.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ტრანსპორტის რაოდენობა შეიზღუდება.