სახეში ცხელი ყავა შეგვასხეს, დაცვის პოლიციას რეაგირება არ ჰქონია - ბათუმში ოპოზიციაზე თავდასხმის დეტალები

გამოქვეყნდა:

ბათუმში ე.წ "ხოფის" ბაზრობაზე "ლელოსა" და ოპოზიციის სხვა წევრებზე თავდასხმის გამოძიება შსს-ში უკვე დაწყებულია.

თავდასხმისას ოპოზიციის წევრებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ადგილზე მყოფ დაცვის პოლიციელებს მომხდარზე სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ. 

"ფლაერების დარიგებისას რამდენიმე ბიჭი მოვიდა და გვითხრა, რომ "ნაციონალები" ვართ, შემდეგ შეგვაგინეს და ფიზიკურადაც დაგვიპირისპირდნენ. ერთერთ ჩვენს წარმომადგენელს შეასხეს ადუღებული ყავა სახეში. ამ ხალხს აქაურობა ხელში უჭირავს და აშინებენ სხვებსაც. ე.წ.ძველი ბიჭები თავს "ქართული ოცნების" ნაწილად თვლიან", - ამბობს დაზარალებული. 

თავის მხრივ, ე.წ "ხოფის" ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბაზრობაზე მომუშავეთა უმეტესობა "ოცნების" მხარდამჭერია და ოპოზიციის მხრიდან ფლაერების დარიგება იყო პროვოკაცია. 

"ხალხს ოპოზიცია ყელში ამოუვიდა. რაც 13 წლის წინ ხალხს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაუკეთა და ახლა ისევ მოდიან და აღიზიანებენ უარესად ადამიანებს", - ამბობს ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში ე.წ "ხოფის" ბაზრობაზე ლელოს და ოპოზიციის სხვა პარტიების წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციური ერთობის წევრები "ხოფის" ბაზრობაზე საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ და მოქალაქეებს ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი