ბათუმი არის ჩემპიონი - შესწორებულის ოქმების რეკორდულ რაოდენობასთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" წევრი, ხათუნა გოგორიშვილი "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ ყოველს მესამე ოქმს შესწორება სჭირდება.
მაგალითისთვის მას ბათუმის მე-60 უბანი მოჰყავს, სადაც ერთი ოქმის ოთხი შესწორება დაიწერა და სულ რამდენიმე წუთის ინტერვალით.
ყოველი მესამე ოქმი, რომელიც დაიწერა, საჭიროებს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმის გარეშე ვერ სვამენ ბალანსს. რომ ვამბობ ბათუმი ჩემპიონია, ოქმების 71 %-ია რომელიც შესწორების ოქმებს საჭიროებს. ბათუმია დახუნძლული იმ მარგალიტებით, რომელიც გვხვდება...
მოვუწოდებ ყველას, თუ გინდათ რომ საღამოს კარგ ხასიათზე დადგეთ, აუცილებლად გახსენით ცესკოს საიტი და შედით ატვირთულ ოქმებში" ამბობს გოგორიშვილი.
უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი ახსნა-განმარტებით ბარათში "შესწორების ოქმის, შესწორების ოქმის, შესწორების, შესწორებას", დაძაბული სამუშაო გარემოთი და გადაღლილობით ხსნის. ის ამ ყველაფერს, როგორც მთლიანად ცესკო-ს ადმინისტრაცია, ტექნიკურ შეცდომებს უწოდებს.