798 602 ლარი ექვსი წლის განმავლობაში - გრაფიკაში გამოსახული ეს რიცხვები პრეზიდენტის ან რომელიმე ბიზნესმენის შემოსავალი არ გეგონოთ, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასთვის, ხელისუფლების დავალების კარგად შესრულებისთვის, ანუ არჩევნების გაყალბებისთვის მიღებული შემოსავალია.
თამარჟვანიამ 2019 წელს 61 000 $ ვაჟა-ფშაველაზე გაყიდაბინა, იმავე წელს ჟვანიამ ისევ ვაჟა- ფშაველაზე 117 000 $ ღირებულების ბინა იყიდა. თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ მის საკუთრებაში ნაღდი ფულადი თანხა მხოლოდ 17 000 $-ია. ჩნდება კითხვა, თუ მეტი თანხა ქეშად არა აქვს და არც საბანკო ანგარიშებზე, მაშინ საიდან გაჩნდა ის 72 000 $, რომლითაც ჟვანიამ ახალი ბინა იყიდა?
თამარ ჟვანია არაეერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამავე დროს ცესკოს თავმჯდომარით ინტერესდებოდნე საბიუჯეტო თანხის განკარგვით დაინტერესებული ორგანიზაციები.
"ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა გახარჯული თანხა, და გაარკვია, რომ კვარტალური 3 თვიანი გეგმის მიხედვით, ცესკოს ღონისძიებებში 652 000 ლარი უნდადაეხარჯა, საიდანაც მხოლოდ 36 086 ლარი დახარჯა.
რაც იმას ნიშნავს რომ ჟვანიამ საარჩევნო გეგმას გადაუხვია და პუნქტი, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრები უნდა დაეტრენინგებინა, არ შეასრულა.