"ოცნების" კრიმინალები და ოლიმპიურად მშვიდი პოლიცია - არჩევნები 2020

გამოქვეყნდა:

ფაქტი, რომ არჩევნების და არა მხოლოდ არჩევნების დროს, პარტია "ქართული ოცნების"  მთავარ დასაყრდენს, კრიმინალური სამყარო წარმოადგენს, დიდი ხანია დადასტურებულია, თუმცა 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, როცა იგრძნო, რომ პატრონი გასაჭირშია, ამ დესტრუქციულმა ძალამ, კბილები და კლანჭები დაუფარავად გამოავლინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალების თარეშსა და დებოშს, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, როგორც წესი თვალს  ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებდნენ და საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვებოდნენ, როდესაც დუღილის ტემპერატურა უკიდურეს ზღვარს უახლოვდებოდა.

ამ არჩევნების მამოძრავებელი ძალა, "ქართული ოცნების" მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალური მენტალობის ადამიანები, რომ იქნებოდნენ, ჯერ კიდევ საარჩევნი უბნების გახსნამდე იყო ცნობილი, თუმცა  "მთავარი არხის" ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში, "ოცნების" საარჩევნი შტაბიდან შტაბში მოსეირნე ძებნილის აღმოჩენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როცა განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პირი ქუჩაში თავისუფლად დასეირნობს, მერე აღარც ის არის გასაკვირი, რომ ამხელა კაცი საარჩევნო უბანთან სათამაში პისტოლეტით მიდის და პოლიტიკურ ოპონენტებს ამგვარი იარაღის გადატენვით აშნებს. კაცი, რომელსაც პოლიციის მტკიცებით, სათამაშო იარაღი ჰქონდა და ხალხს ემუქრებოდა, დავით კვიჟინაძეა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის თბილისის მერის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია. ამ დროისთვის იარაღიან კაცთან პოლიციას პრეტენზიები არ აქვს. 

ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებაში ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება ან განადგურება, წვრილმანი ხულიგნობა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შაუსრულებლობა - მხოლდო ეს არის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

ძალოვანი უწყების მტკიცებით 31 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 28 კანონდარღვევა დაფიქსირდა, ხოლო დაკავებას მხოლოდ 15 პირი დაექვემდებარა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი