რატომ უნდა წავიდეთ ხვალ, 8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე?
ისტორიულ გამზირზე ხმამაღლა ნათქვამი ყველა სიტყვა შუშის სასახლეში აუცილებლად შეაღწევს და ის კაცი, რომელიც უკვე 8 წელია უფსკრულისკენ, მიგვაქანებს, აუცილებლად გაიგებს, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე დანებებას არ აპირებს. რომ ყველა საკუთარი თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რომ ყველა დაიცავს საკუთარ ხმას. ხმას,რომელიც ყველაზე ძვირფასს, ღირსებას ნიშნავს.
ბევრი ითმინა ქართველმა ხალხმა, მაგრამ როდესაც მოთმინების ფიალა ივსება კონსტიტუციით მონიჭებული, ხმის უფლებით სარგებლობ და ასე ითხოვ ცვლილებებს - როდესაც ამას გართმევენ, გაჯერებენ, რომ 2X2 41- ია და სხვა გზას არ გიტოვებენ, გრჩება ერთადერთი - პროტესტი. მშვიდობიანი პროტესტი.