იწერ იმდენს, რამდენიც გჭირდება - რას გვასწავლის ბელარუსი და რა ბედი ელის ივანიშვილს

გამოქვეყნდა:

რას გვასწავლის ბელორუსი? რაც ყველაზე აშკარაა - ანგარიშს. მიმატებას, გამოკლებასა და პროცენტის გამოყვანას. ეს ცოდნა არ ემყარება პითაგორასა და ფერმას შრომებს. ემყარება საჭიროებას. იწერ იმდენს, რამდენიც გჭირდება. უფრო ზუსტად, რამდენადაც გიჭირს. კიდევ უფრო ზუსტად -რამდენადაც გიჭერს. და რამდენადაც შენ შეგიძლია მოუჭირო. ლუკაშენკომ, აგერ, თავიდან 60% იმყოფინა, მაგრამ ხალხით გაჭედილ ქუჩას რომ შეხედა, მოუჭირა და ბიულეტენებს 80-ზე მეტი პროცენტი გამოადინა. 

პროცენტები ქუჩაში გამოსულ ხალხს არაფერს ეუბნება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ წაართვეს არჩევანი და, ახლა თუ არ დაიცვა, ამ ჭირს, ალბათ, ვერასდროს მოიცილებს. გეცნოთ განცდა?

რა ისწავლა ამ ყველაფრიდან ქართველმა ამომრჩეველმა? ის, რომ ხმების წართმევის კი არა, თავზე გადაფხრეწის ბელორუსულ სცენარს ბელორუსულივე პასუხი სჭირდება. ცოცხალი კედელი. "ვაცადოთ, მოვითმინოთ, ერთ წელიწადში გავასწორებ, გპირდებით" და სხვანი აღარ მიიღება. თუ მიიღება, მხოლოდ როგორც შემდგომი გაღრმავებული ბელორუსიზაციის მცდელობა. უფრო ნათლად - კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობა რუსულ ჭაობში.

ბრიუსელმა ლუკაშენკო რამდენჯერმე გააფრთხილა, ორი დღის წინ კი სანქციების სიაში დააბრუნა, თავის უფროს შვილთან და 40 იქაურ პოლიტიკურ ყაჩაღთან ერთად. მიზეზი იგივეა - არჩევნების გაყალბება, რომელსაც მოჰყვა მიტინგების დარბევა და რეპრესიები.

ლუკაშენკო პასუხისმგებელია ძალადობასა და რეპრესიებზე 2020 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. განსაკუთრებით ოპოზიციური ლიდერების დაბლოკვაზე, მშვიდობიან დემონსტრანტთა დაკავებასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

ხვალინდელი თბილისური და ბათუმური აქციების შემდეგ პროცესი საქართველოშიც შეიძლება აგორდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი