597 633 ხმა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ენმ-ძალა ერთობაშია ახალ მონაცემებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვით, როგორც თამარ კორძაია ამბობს, ცესკო და საოლქო კომისიები შემაჯამებელი ოქმების დაჯამებას ვერ შეძლებენ.
კორძაიას თქმით, მონაცემები მათ ცესკოს ოფიციალური ოქმებიდან, ასევე შესწორებების ოქმებიდან დათვალეს და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 17%-ის, ხოლო არჩევნებზე ისული ამომრჩევლის 31%-ის ხმა გაურკვეველია
პროპორციული უბნების რაოდენობა, რომელშიც არ ჯდება ბალანსი, ჯამში არი 986. ამ უბნებზე დაკარგული და გამქრალი ხმების რაოდენობა არის 4025, პროპორციულში ბათილი ბიულეტინების რაოდენობა 73 335. ამ უბნებზე რომელზეც არ ჯდება ბალანსი, მისული ამომრჩევლების რაოდენობა არის 597 633. შესაბამისად სადაოა ამდენივე ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა" ამბობს კორძაია.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემა, კორძაიას თქმით, 2000 უბნის მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამაში არ შედის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გახსნილი სპეცუბნები რადგან იქ ამომრჩეველმა მაჟორიტარებს ხმა ვერ მისცა:
უბნების რაოდენობამ მაჟორიტარულში, რომელშიც არ ჯდება ბალანსი, არის 2 ათასი, ეს არის ნახევარზე მეტი, ვიდრე უბნები იყო საქართველოში. ამ უბნებზე დაკარგული ბიულეტინების რაოდნება არის 13 ათას 125, ბათილი ბიულეტინების რაოდენობა 81 931, ხოლო მოსული ამომრჩევლების რაოდენობა სადაო უბნებში, მილიონ 124 ათას 554. არჩევნებზე მივიდა მილიონ 970 ათასი ადამიანი. ნახევარზე მეტი ადამინების ხმების დათვლა უკვე არის საეჭვო იმიტომ, რომ ყველა უბანი 2 ათასიდან არის სადაო" ამბობს თამარ კორძაია.
კორძაია ამბობს, რომ ამ მონაცემებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნები არის არალეგიტიმური და არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. სწორედ ამიტომ თამარ კორძაია მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხვალ, 3 საათზე ყველა წესის დაცვით, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ მოპარული არჩევნები.