1 ნოემბერს ახალმა თაობამ "რკინის ფარდის" მიღმა გაიღვიძა - ფერადი ახალგაზრდების პროტესტი

გამოქვეყნდა:

2020-ის 1 ნოემბერს 2000 იანების თაობამ რკინის ფარდის მიღმა გაიღვიძა, უფრო შორს დასავლეთიდან. 

საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირებით ხელისუფლებამ მათ უთხრა -  აზრი არ ჰქონდა, ამდენი წელი სკოლებსა და უნივერსიტეტებში რომ ბეჯითად იმეცადინეს, ამდენი იკითხეს, ციფრული განათლების დროში ამდენი ცოდნა დააგროვეს. 

ივანიშვილის მთავრობამ გასულ კვირას გასაგებად უთხრა, რომ მათ არ აქვთ აზრი, რომ საქართველოს არჩევანი და მთელი მისი საზოგადოება ერთი დიდი „არაფერია“. ახალგაზრდები, რომლებმაც წელს პირველად მისცეს ხმა და პირველად დააკვირდნენ არჩევნებს, დააკვირდნენ, როგორი უცოდინარი და უტიფარი შეიძლება იყოს სისტემა.

დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებულ მოქალაქეებს, ახალი სასაუბრო და სამეტყველო ენით ხელისუფლება კვლავ ძველი ხელწერით პასუხობს.

ხვალ ჩვენს პასუხს ელოდებიან. შევხვდებით არჩევნებზე, კვლავ ვიტყვით ჩვენ, მაგრამ შემდეგ ან ხელახალ არჩევნებზე შევხვდებით, ან შემდეგი 4 წელი იმავე გზაჯვარედინებზე გადავიკვეთებით, იმავე ავტობუსებით, რომლებიც ერთადერთი წრიული მარშრუტით მოძრაობს, რუსული ოცნების მარშრუტით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი