8 ნოემბრის აქციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი ყველას მოუწოდებს გაერთიანდნენ ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რონ ხვალ ის საკუთარ გეგმებაც გაახმოვანებს:
8 ნოემბერს წყდება, ვართ თუ არა ჩვენ თავმოყვარე ხალხი, გვინდა თუ არა თავისუფლება, მომავალი, თუ ივანიშვილი მართალია და ყველაფერი შეიძლება გადაატაროს ისე რომ საბოლოო მონობაში ფეხქვეშ გაგვიგოს. ეს საკითხი წყდება ხვალ.
როცა ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდა, როდესაც ადამინების, პიროვნებიების ამბიციები არაფერს ნიშნავს და დაგვიდა მთავარი საკითხი - ყოფნა არყოფნის, ერის გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, მინდა მოვუწოდო ყველა ჩემ მომხრეს, დადგეს ხალხთან ერთად, დადგეს ქუჩაში, იმიტომ რომ არის მომენტები, როცა ეს არის პოლიტიკის კეთების ერთადერთი და უმაღლესი ფორმა და ერის თვითგადარაჩენის ერთადერთი ფორმა...
ხვალ დამატებით გამოვაცხადებ ჩემ პირად გეგმებს და მე ვიქნები ერთ ერთი თქვენგანი, ისევე როგორც ახლა ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი" ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, 3 საათზე თბილისის პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეები მოპარულ არჩევნებსა და წართმულ ხმებს გააპროტესტებენ. აქციას უერთდება სრულიად ოპოზიციური სპექტრი.