
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს.
"ვუერთდები პრემიერ-მინისტრს და ვულოცავ ახლადარჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად," - ნათქვამია მიმართვაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება პრემიერმინისტრმა გახარიამაც მიულოცა
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა.