თქვენ იცით სად არის თქვენი ადგილი ხვალ, ყველანი იქ, სადაც საქართველოს სჭირდება- ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

თქვენ იცით, სად არის თქვენი ადგილი ხვალ - ასე მიმართა ლევან ბერძენიშვილმა თავის სტუდენტებს და ზოგადად ახალგაზრდებ "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან.

ბერძენიშვილი საქარველოში ჩატარებულ არჩევნებს, მის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე დაწყებულ პროტესტს გამოეხმაურა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხმის უფლების წართმევა არის ბარბაროსობა და ცივილიზებულმა სამყარომ ამ ბარბაროსობისგან თავი უნდა დაიცვას

ახლაც ბარბაროსები მოგვადგნენ და უნდათ ჩვენი თავისუფლებიდან ყველაზე მთავარი: ჩვენი ხმა, ჩვენი არჩევანი წაიღონ, ამიტომ მე მოვუწოდებ ახალგაზრდობას, განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს: თქვენ იცით სადაც არის თქვენი ადგილი ხვალ 3 საათზე, ეს არის რუსთაველი.

მე მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს ილიას უნივერსიტეტიდან, კავკასიის უნივერსიტეტიდან, ჯიპადან, მე მოვუწოდებ ჩემს ჯგუფს, რომელიც უსმენს ჩემს გადაცემებს, ყველანი იქ, სადაც საქართველოს სჭირდება, სადაც თქვენ გჭირდებათ, სადაც მე მჭირდება, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ჩვენი ბევრის ერთად დანახვა გულს კი არ მოუკლავს, ვიღაცა არამზადას, არამედ უბრალოდ შეაძრწუნებს და შეაშფოთებს და შეაშინებს. არ მითხრათ ახლა, რომ ვინმე უშიშართან გვაქვს საქმე, ჩვენ უკვე ვნახეთ მათი ახალგამომცხვარი სახეები, გასაგებია რის ბეჭდვას შეუდგებიან, რა მონებით აპირებენ ცივილიზაციასთან ბრძოლას. ჩვენ მოგვადგა მონათა მთავრობა და როგორც კიდევ ერთი ანტიკური გმირი ამბობდა, არ უნდა დავუშვათ, რომ ბარბაროსებმა ცივილიზებული სამყაროსგან წაიღონ მთავარი ნიშანი - თავისუფლება - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ახალგაზრდების ვალია იბრძოლონ ქვეყნისთვის, მისი ინტერესების დასაცავად და ახლა სწორედ ის დროა, ახალმა თაობამ  აიღოს ხელში ეს ფუნქცია. ბერძენიშვილი ახალგაზრდებს, როგორც პირველ თობას ისე მიმართავს: 

ჩვენ როგორც შეგვეძლო ჩვენი თავი ქვეყანას მივეცით. ახლა თქვენი დროა. აკაკი წერეთელმა რომ თქვა, ახალგაზრდებო აწი თქვენ გამოდით, ზუსტად ის დროა ახლა და ახალგაზრდობას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ.

ძვირფასო პირველო თაობავ, ნამდვილად პირველო მინდა მოგმართოთ გოეთეს სიტყვებით - მხოლოდ ის იმსახურებს სიცოცხლეს და თავისუფლებას, ვინც ყოველ დღე გადის ამის დასაცავად სახლიდან საბრძოლველად, ხვალ ის პირველი დღეა, როდესაც თავისუფლებას და სიცოცხლეს საქართველოში თქვენ დაიცავთ, ჩვენ გაბარებთ ამას თქვენ. ესტაფეტა ჩვენგან, ჩვენი თაობიდან ძველებიდან მოდის, თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ. როდესაც მე ვიყავიო თქვენი ტოლი, ჩემთან მოდიოდა უფროსი თაობის ხალხი და მეუბნებოდა, არ გახვიდეთ გარეთ გესვრიაან, ახლა ჩვენ უფროსები გეუბნებით, გადით ქუჩაში და უთხარით რასაც ფიქრობთ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ასეთები - მიმართავს ბერძენიშვილი ახალგაზრდობას

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი