ადამიანის ცხოვრება თავისი არჩევანების ჯამია, არჩევანის წართმევით ადამიანობაც წაგვართვეს - დიღმელაშვილი

გამოქვეყნდა:

პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი მთავარი არხის გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისვლით გარისკეს თავიანთი და ახლობლების სიცოცხლე, ცესკომ უთხრა, რომ ის ბიულეტენი, სადაც მათ სასურველი ნომერი შემოხაზეს, ტუალეტის ქაღალდად გამოიყენა.

2012 წლის შემდეგ რეკორდულად ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა მივიდა არჩევნებზე, რაც ადვილი არ იყო. არამარტო პანდემიის გამო, ეს კიდევ ცალკე ფენაა, იმიტომაც, რომ პოლიტიკური გარემო იმდენად პოლარიზებულია დღეს, როგორც კი მასში ჩაერთვები, მაშინვე იწყება შენი დისკრედიტაციის მცდელობა, მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა ნიკა გვარამიას სპეცეთერში.

მისი თქმით, "ადამიანი, თავისი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი არჩევანების ჯამია, ამიტომ არჩევანის წართმევით ხელისუფლებამ ადამიანობაც  წაგვართვა". ამ და სხვა მიზეზების გამო, შოთა დიღმელაშვილის თქმით, 8 ნოემბრის აქციაზე მისვლა აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად თქვა უარი პარლამენტში შესვლაზე. 

ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის.

ეუთო/ოდირის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.

ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი