"მე მოვიგე არჩევნები" - ტრამპის პირველი პოსტი არჩევნების საბოლოო შედეგებიდან

გამოქვეყნდა:

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი Twitter-ზე პირველ პოსტს აქვეყნებს. 

"დამკვირვებლები არ დაუშვეს ხმების დასათვლელ ოთახებში. მე მოვიგე არჩევნები, მივიღე 71 მილიონი ლეგალური ხმა. ბევრი ცუდი რამე მოხდა, რომელთა ნახვის საშუალებაც ჩვენს დამკვირვებლებს არ მიეცათ. მილიონობით საფოსტო ბიულეტენი დაგზავნეს ისეთ ხალხთან, რომლებსაც ეს არ უთხოვიათ", - წერს ტრამპი. 

გამოქვეყნებიდან მალევე ტრამპს ტვიტერმა პოსტი სადავოდ მოუნიშნა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი