ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 7 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 2 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 42 572 გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 57753
  • გამოჯანმრთელებულია -  42572
  • მათ შორის გარდაცვლილია - 475
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2964
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4691
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი