გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა ბათუმშიც გააპროტესტებს

გამოქვეყნდა:

თბილისის პარალელურად გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა ბათუმშიც გააპროტესტებს. ოპოზიციიის ლიდერები ბათუმის დრამატულ თეატრთან ხალხმრავლობას ელოდებიან, მათი მოთხოვნები იდენტუია: გადადგეს თამარ ჟვანია და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

"დღეს თბილისის პარალელურად ჩავატარებთ აქციას მთავრობის სახლთან, იმ ადამინებისთვის, ვისთანაც დავდიოდით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ითხოვდნენ ცვილებებს. აუცილებელია მოვიდნენ დღეს 3 საათზე მთავრობის სახლთან, რათა შევცვალოთ ეს კრიმინალური ხელისუფლება", - ამბობს აქციის მონაწილე. 

დღვანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან და იმერეთიდანაც უერთდება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს,  3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი