ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, გარდაცვალების ფაქტს პარლამენტის გადაყენებული თავჯდომარეც ეხმაურება და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით".
"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის ორი აქტივისტის დაკავებას, რომელმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო კომისიის თავჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, მიმართ, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე ნაციონალური მოძრაობის სახით. ზეწოლა მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე",- ამბობს კობახიძე.
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციაში აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის დაკავებას "ოცნების" რეპრესიებს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღად იყენებს.
შეგახსენებთ, რომ შსს დაკავებულებს შსს მუქარაში, იძულებასა და ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს. უწყება ამტკიცებს, რომ ხუსკივაძემ და კობალაძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თედო გობეჯიშვილს, რომელიც ამავე დროს დაკავებულების მეგობარი იყო, აიძულებდნენ ქართამი აეღო და დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობდა.
საბურთალოს პოლიციის შენობიდან გამოსვლის, შემდეგ, მაშინ როცა ხუსკივაძე ადვოკატთან ერთად ტერიტორიას ტოვებდა და მისი მანქანის ჩხრეკაც სრულდებოდა, სამართალდამცველებმა ის უკან შენობაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ დაკავებულია.
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე კომენტარში, ხუსკივაძე ამბობდა, რომ პოლიცია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "მთავარი არხის" ეთერში არჩევნების გაყალბების სქემებზე ისაუბრა.