შემათრიეს პოლიციაში, ცდილობდნენ პირადი ნივთების წართმევას - ხუსკივაძე ჩხრეკას "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო კომისიის წევრის, აკაკი ხუსკივაძის მანქანის გარდა, პოლიციამ მისი სახლიც გაჩხრიკა. ხუსკივაძის ინფორმაციით, წაღებულია მისი პირადი ტელეფონი, ოჯახის წევრების ტელეფონები, ასევე კომპიუტერი.

ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციაში დაიბარეს, რა დროსაც მისი ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო, ხოლო მას შემდგ, რაც პოლიციაში მყოფ ხუკივაძეს მისმა მეგობარმა - პეტრე წურწუმიამ მიაკითხა, სამართლდამცველებმა პოლიციის შენობაში მისი ძალით შეყვანა და ასევე პირადი ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს.

ჯერ მე შემათრიეს პოლიციაში, მერე მე ვინც მომაკითხა, ისიც ძალით შეიყვანეს. ცდილობდნენ პირადი ნივთების წართმევას - ამბობს ხუსკივაძე.

ის პოლიციის დაინტერესებას მის მიერ, "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს 

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, თუმცა იქამდე ვიდრე გაირკვევა რა გახდა, ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, მმართველი გუნდი ბრალდებებს ოპოზიციას უყენებს და ამბობს, რომ საოლქოს თავმჯდომარე ენმ-ს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იბარებენ პოლიციაში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებ, ოღონდ მხოლოდ ოპოზიიცის წარმომადგენლებს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი