შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თეოდორე გობეჯიშვილს 6 ნოემბერს შესთავაზეს ერთერთი პოლიტკური პარტიის საახელით 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ მედიასაშუალებების თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა. უწყების თქმითვე, როდესაც თეოდორე გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შემდეგ მას დაემუქრნენ.

მუქარისა და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ორი პირი - ა.ხ. და ა.კ. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თეოდორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თეოდორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

აქვე გეტყვით, რომ შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი