ჩვენ დავიცავთ ჩვენ ხმებს - რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მსვლელობა იწყება

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა იწყება - ჩვენ დავიცავთ ჩვენ ხმებს - ამ წარწერით ადგილზე დიდი ბანერი გაშალეს. 

ოპოზიცია და მოსახლეობა დღეს ისტორიულ აქციაზე გაყალბებულ არჩევნებსა და მოპარულ ხმებს აპროტესტებს. აქცია 3 საათზე დაიწყება. მას დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან , ასევე რეგიონებიდან ავტოკოლონებით უერთდებიან. 

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.

ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი