აქციას კახეთიდან უერთდებიან - მსვლელობა ბარათაშვილის ხიდიდან

გამოქვეყნდა:

აქციას კახეთიდან უერთდებიან. მსვლელობა ამ წუთებში ბარათაშვილის ხიდიდან რუსთველის გამზირის მიმართულებით დაიძრა. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან პოზიციური ლიდერები. მათ შორის არის, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. ის ამბობს, რომ ოპოზიცია მშვიდობიანი გზებით, ხელისუფლებას აიძულებს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები:

ივანიშვილმა ამ ქვეყანას მოპარა დემოკრატია მხოლოდ ერთადერთი რამის გამო, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და უფრო მეტად გამდიდრდეს - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს დავით კირკიტაძე, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატიც. 

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, კი რომელმაც აქციას მუხტი დაუწუნა და ოპოზიცია პანდემიის გავრცელებაში დაადანაშაულა, ხატია დეკანოიძე პასუხობს და პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს "ივანიშვილის ჯამბაზსა და ადიუტანტ" უწოდებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება პროტესტის შეწყევტისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის არ ერიდება რეპრესიებს მაგალითად დეკანოიძეს გუშინ, დამკვირვებლების დაკავება მოჰყავს.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.

ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი