ვდგავართ იქ, სადაც 30 წლის წინ გამოძერწეს თავისუფლება და ჩვენ ის უნდა დავიცვათ - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე გამოსვლები უკვე დაიწყო. "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია, დაიცვას 30 წლის წინ ზუსტად ამ ადგილას, რუსთაველის გამზირზე მოპოვებული თავისუფლება. 

"ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს და გადმოგვცეს თავისუფლება. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს მოქალაქის არჩევანი, ხალხის ნება და არავინ სხვა. დღეს სწორედ ეს 30 წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშეც ყველანი პასუხისმგებლები ვართ, უნდა დავიცვათ, რადგან ის საფრთხეშია. აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის - ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის. გუშინ გიორგი რურუას, ნატალა ილიჩოვას, ივერი მელაშვილს სხვა პოლიტპატიმრებიც დაამატეს - ისინი ივანიშვილის მძევლები არიან და სწორედ ამიტომ ჩვენ მშვიდად ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას", - ამბობს ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი