ხელახალი არჩევნები, ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ოპოზიციის საერთო მოთხოვნები ცნობილია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართცველოს" ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სამ პუნქტად ჩამოყალიბებული ოპოზიციის მოთხოვნები გაახმიანა მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ ასევე საერთო გადაწყვეტილება გამოაცხადა და ივანიშვილს 20:00 საათამდე მისცა დრო ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

მე გაგაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც თქვცენ დაუჭერთ მას მხარს. პირველი: ვითხოვთ ხელახალი არჩევნების დანიშვნას. მეორე: ხელახალი არჩევნები უნდაჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამიტომ თამარ ჟვანია უნდა გადადგეს. და მესამე: ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! წამზომი ჩართულია! - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, თბილისის პარალელურად, ხალხი არჩევნების გაყალბებას ბათუმშიც აპროტესტებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი