რუსთაველის გამზირზე გამოსვლები გრძელდება, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა ნატო ჩხეიძემ აქციაზე შეკრებილ ხალხს საქართველოს გამყინვარებიდან გამოყვანისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ყველანი, ხალხი და ოპოზიცია ვართ ერთად, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვშვათ ჩვენი მყოობადი. ამ მოედანზე ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს ერთგული ჯარისკაცები, ჯარისკაცები, რომლებსაც არ გვინდა გენერლობა და ყოველთვის ვრჩებით საქართველოს ჯარისკაცებად განსაკუთრებით ისეთ მძიმე ვითარებებში, როგორიც დაუდგება ხოლმე ჩვენ ქვეყანას ზოგჯერ და ახლა სწორედ ასეთი დროა. ივანიშვილის სუსმა, ივანიშვილს ცესკომ, ივანიშვილის ბიჭებმა კიდევ ერთხელ მოინდომეს, რომ შეცვალონ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მიმდინარეობა და გამყინვარებაში დატოვონ სამშობლო, ამ ქრონიკულმა ყაჩაღებმა კიდევ ერთხელ იყაჩაღეს და ახლა ჩვენი ხმები მიისაკუთრეს და მოინდომეს, რომ დაგვამონონ, დაგვაქეციანონ, რომ მერე ჩვენ მუნიანებმა მხოლოდ საკმეველი ვუმკიოთ ბელად ივანიშვილს", - ამბობს ნატო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია, მოქალაქეებთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. გამოსვლები ამ წუთებში ბათუმშიც მიმდინარეობს.