დრონი ავწიეთ, გადავიღეთ უამრავი ხალხი და ჰაერში ჩაახშეს და მოგვტაცეს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, წერს, რომ დრონი ჩაახშეს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაა. 

"დრონი ავწიეთ, გადავიღეთ უამრავი ხალხი და ჰაერში ჩაახშეს და მოგვტაცეს. ვითხოვთ, შეწყდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, რაც წარმოადგენს დანაშაულს, და მოგვეცეს კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად გავაშუქოთ მოვლენები! ასევე, მოვითხოვთ, დაგვიბრუნდეს ჩვენი მიტაცებული ტექნიკა!", - წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, რომ ეს დრონების დახშობის უკვე მეორე შემთხვევაა დღის განმავლობაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი