"იქნებ ხვალ დავილაპარაკოთ" - ოპოზიციასთან კონტაქტზე თალაკვაძე- კობახიძე გამოვიდნენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოწურულია. ოპოზიცია რადიკალურ ქმედებებზე გადადის. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს დღე "ხვალ დალაპარაკება" შესთავაზა. ოპოზიციასთან კონტაქტზე როგორც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, კობახიძე-თალაკვაძე გამოვიდნენ:

ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და კობახიძე-თალაკვაძეს შორის. ბოლო ინფორმაცია რაც მათგან არის, რომ იქნებ ხვალ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას დღეს მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია დღეს დაგველაპარაკოს" თქვა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით საპროტესტო აქცია ცესკო-ს შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლებს: 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამას სჭირდება აღსრულება. ეს ბრძოლა შეწყვეტილი არ იქნება. არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ხალხი იქნება გარეთ სულ.

კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ ვერ შევა , ვერავინ ვერ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით - მიმართა აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი