ცესკო-ს შენობის ტერიტორიაზე შსს-ს საპატრულო პოლიციისა და უწყების კუთვნილი სხვა მანქანების გადაადგილება უკვე შეიმჩნევა. სამართალდამცველები  სავარაუდოდ ცოცხალ კორდონს გააკეთებენ და მისასვლელს ჩახერგავენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მას შემდგ რაც გაირკვა, რომ აქცია მისი უწყების შენობისკენ მიემართება, თამარ ჟვანიამ ტერიტორია დატოვა და წავიდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კი მსვლელობით რუსთაველის გამზირიდან ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ. რეოგორც ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე თქვეს, უწყვეტი პროტესტი სწორედ თამარ ჟვანიას უწყებასთან გაგრძელდება, იქნება შენობის პიკეტირება და ეს ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნა - თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი