ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ორი პოლიტიზირებული ნაძირალა - ნიკა გვარამია გამყრელიძე-ცერცვაძეზე

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცერცვაძისა და ამირან გამყრელიძის პასუხებს, რომლებიც თვლიან რომ ნოემბერში ცივი წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ დასმული კითხვა პოლიტიკურია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი არაპროფესიონალურს უწოდებს.

"პოლიტიკა რომ მათი საქმე არ არის, ეს ორი კავი გვეუბნება, რომლებიც პირველ რიგებში იჯდნენ ოცნების პრეზენტაციებზე, ვეკითხებით, წყლის ჭავლი სასიკვდილო საფრთხეს რომ ქმნის, ამაზე რას ფიქრობთთქო, ამ დროს ორივე გამოვიდა მანამდე და თქვა რომ მიტინგები სასიკვდილო საფრთხეს ქმნისო და ახლა პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებო.

ორი არაპროფესიონალი და არაკაცი, სამედიცინო ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ორი პოლიტიზირებული ნაძირალა" - ამბობს ნიკა გვარამია "მთავარი არხის" საგანგებო ეთერში 

"მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები" ,"პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ"  - ასე პასუხობენ "მთავარის" შეკითხვას სატელეფონო საუბარში ცერცვაძე და გამყრელიძე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი